ავტორიზაცია

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფედერერთან მოგებით?

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფედერერთან მოგებით?
თარიღი 12 მარ 2021, 00:44

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.

1/4 ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და სამ სეტში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასვლით ბასილაშვილმა 52,595 დოლარი გამოიმუშავა.

თუ ის ამერიკელი ფრიცის ბარიერს გაივლის და ფინალში გავა, 73,885 დოლარს მიიღებს.

ხოლო თუ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, 103,070 დოლარი ერგება.