რამოსი: "მივიღებდი თუ არა მესის მადრიდში? სახლშიც დავპატიჟებდი"
მადრიდის „რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, ისაუბრა, როგორი რეაქცია ექნებოდა, „სამეფო კლუბში“ რომ ლეო მესი გადავიდეს.
„მივიღებ თუ არა მესის მადრიდში? ასი პროცენტით, ეჭვგარეშეა. სახლშიც დავპატიჯებდი, რათა დავხმარებოდი.
მე... „ბარსელონაში“ არასდროს არ ვითმაშებდი, არც წელიწადში 50 მილიონად, არც 70. არის რაღაც, რასაც ფულით ვერ იყიდი. ეს შეუძლებელია.“ - აღნიშნა „რეალის“ კაპიტანმა.
გარდა ამისა, რამოსმა საკუთარ კონტრაქტზეც ილაპარაკა და დასძინა, რომ ამჟამად, სიახლეები არ არის.
ესპანელ მცველს „რეალთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.