ავტორიზაცია

ტიაგო: "ვიცი რომ მაკრიტიკებენ, ჩემი თამაშით მეც საშინლად უკმაყოფილო ვარ"

ტიაგო: "ვიცი რომ მაკრიტიკებენ, ჩემი თამაშით მეც საშინლად უკმაყოფილო ვარ"
თარიღი 12 მარ 2021, 01:08

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, საკუთარი თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა.

29 წლის ფეხბურთელი „ლივერპულში“ „ბაიერნიდან“, გასულ ზაფხულს გადავიდა.

„არ ვკითხულობ, რას წერენ ჩემზე, მაგრამ ვიცი, რომ მაკრიტიკებენ. მე თვითონაც არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორც ვთამაშობ „ლივერპულში“ გადმოსვლის შემდეგ.

ახალი კლუბი, ახალი გარემო. სერიოზული ტრავმაც მქონდა და სათამაშო რითმის დასაბრუნებლად დრო დამჭრდა. მაგრამ, ამით თავს ვერ გავიმართლებ.“ - აღნიშნა ალკანტარამ.

მისი ტრანსფერი „ლივერპულს“ 22 მილიონი ევრო დაუჯდა, მან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.