ავტორიზაცია

"ცოლის მცემელმა კაცმა კაცების კაცის ტიტულიც დაიმსახურა", - ბაია პატარაია ბასილაშვილის წარმატებას გამოეხმაურა

"ცოლის მცემელმა კაცმა კაცების კაცის ტიტულიც დაიმსახურა", - ბაია პატარაია ბასილაშვილის წარმატებას გამოეხმაურა
თარიღი 12 მარ 2021, 01:33

დოჰას 250-იანი ტურნირის ¼-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი სამ სეტში, 3:6 6:1 7:5 დაამარცხა.

ბასილაშვილის ამ წარმატებას ქალთა უფლებადამცველი, ცნობილი ბაია პატარაია გამოეხმაურა:

„კაცების კაცის“ ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ამ ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა სასამართლოთი დადასტურებული.

ეჰჰჰ... არაფერი ესმით კაცებს „კაცობისა“ ამ ქვეყანაში.“ - წერს პატარაია პირად „ფეისბუქ“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვის 2020 წელს ბრალი თავის ექს-მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაში სდებდნენ ბრალს და საქმე დახურული დღემდე არ არის.