ავტორიზაცია

არსენალმა სტუმრად ოლიმპიაკოსს დამაჯერებლად მოუგო და ცალი ფეხით 1/4-ფინალშია [VIDEO]

არსენალმა სტუმრად ოლიმპიაკოსს დამაჯერებლად მოუგო და ცალი ფეხით 1/4-ფინალშია [VIDEO]
თარიღი 12 მარ 2021, 01:54

ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში „არსენალმა“ სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ 3:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი პრაქტიკულად მოაგვარა.

34-ე წუთზე ანგარიში მარტინ ოდეგორმა, ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა. 58-ზე ელ არაბიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 79-ზე გაბრიელის, ხოლო 85-ზე ელნენის გოლებით, „მეთოფეებმა“ დამაჯერებლად იმარჯვეს და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა გაინაღდეს.

საპასუხო შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.