ავტორიზაცია

ტოტენჰემმა კეინის დუბლით იმარჯვა და 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

ტოტენჰემმა კეინის დუბლით იმარჯვა და 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
თარიღი 12 მარ 2021, 01:57

ევროპა ლიგის 1/8-ფინალში „ტოტენჰემმა“ შინ „დინამო ზაგრებს“ დამაჯერებლად, 2:0 მოუგო და საპასუხო მატჩის წინ, კომფორტული უპირატესობა გაინაღდა.

შეხვედრაში ორივე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, 25-ე და 70-ე წუთებზე და „ტოტენჰემს“ მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.

საპასუხო შეხვედრა 18 მარტს, ხორვატიაში გაიმართება.