ავტორიზაცია

"ღამის კოშმარებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით პრემიერ ლიგის მე-8 ადგილს", - ტიაგო

"ღამის კოშმარებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით პრემიერ ლიგის მე-8 ადგილს", - ტიაგო
თარიღი 12 მარ 2021, 11:58

"ლივერპულის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგით ვართ კმაყოფილები, თუმცა ის, რაც ხდება პრემიერ ლიგაში ძალიან რთულად აღსაქმელია.

ღამის კოშმარებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით იმ ფაქტს, რომ ეპლ-ის სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მერვე ადგილზე ვიქნებოდით.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - გადატვირთული გრაფიკი, ტრავმების ეპიდემია, გადაღლა, ფორმის დაკარგვა", - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებს აქვთ 43 ქულა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ისინი შვიდი ქულით ჩამორჩებიან. აქვე დავამატებთ, "წითლები" ინგლისის პირველობის მოქმედი ჩემპიონები არიან.