ავტორიზაცია

ფულემი ჩელსის ნახევარმცველის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს

ფულემი ჩელსის ნახევარმცველის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს
თარიღი 12 მარ 2021, 11:59

"ფულემი" "ჩელსის" ნახევარმცველის, რუბენ ლოფტუს-ჩიკის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, "ფულემში" 25 წლის ინგლისელის თამაშით კმაყოფილები არიან და მისი დამატება სრულფასოვანი ტრანსფერით სურთ.

2020/21 წლების სეზონს "არისტოკრატთა" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი სხვა ლონდონურ კლუბში იჯარით ატარებს.

ლოფტუს-ჩიკმა "ფულემის" ღირსება 25 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონ ევროს შეადგენს.