ავტორიზაცია

ლივერპული და ნაპოლი პორტუს მცველით დაინტერესდნენ

ლივერპული და ნაპოლი პორტუს მცველით დაინტერესდნენ
თარიღი 12 მარ 2021, 12:02

"პორტუს" მცველი, შანსელ მბემბა "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა, წერს Tuttomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელებმა 26 წლის კონგოელი ზაფხულში შეიძლება 15 მილიონ ევროდ იყიდონ.

გარდა ამისა, პორტუგალიური კლუბის უკანახაზელით "ნაპოლიც" ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში მბემბამ "პორტუს" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.