ლივერპული და ნაპოლი პორტუს მცველით დაინტერესდნენ
"პორტუს" მცველი, შანსელ მბემბა "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა, წერს Tuttomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელებმა 26 წლის კონგოელი ზაფხულში შეიძლება 15 მილიონ ევროდ იყიდონ.
გარდა ამისა, პორტუგალიური კლუბის უკანახაზელით "ნაპოლიც" ინტერესდება.
2020/21 წლების სეზონში მბემბამ "პორტუს" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.