"კვარაცხელია იუვენტუსის წინადადებას უნდა დათანხმდეს", - სიომინი
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"სავსებით ნორმალურია ის ფაქტი, რომ იუვენტუსი კვარაცხელიათი ინტერესდება. ის ხომ სწრაფი ტემპებით პროგრესირებს.
არ მგონია, რომ ამ გუნდში გადასვლა ქართველი შემტევისთვის იყოს ნაადრევი გადაწყვეტილება, რადგან ის პატარა ბიჭი აღარ არის.
ხვიჩა არის 20-წლის და ძლიერ გუნდში გადასვლისთვის პირველი ნაბიჯი მან ზუსტად ახლა უნდა გადადგას. ჩემი აზრით, დროა.
ტურინელთა წინადადებას აუცილებლად უნდა დათანხმდეს როგორც რუბინი, ისე ამ გუნდის ვინგერიც", - განაცხადა რუსმა დამრიგებელმა.