ავტორიზაცია

მონაკოს გარემარბი ლოს-ანჯელეს გელექსიში გადავიდა

მონაკოს გარემარბი ლოს-ანჯელეს გელექსიში გადავიდა
თარიღი 12 მარ 2021, 12:46

"მონაკოს" ყოფილი თავდამსხმელი, სამუელ გრანსირი "ლოს-ანჯელეს გელექსის" ფეხბურთელი გახდა, წერს ამერიკული კლუბის ოფიციალური საიტი.

ფრანგი ფეხბურთელი მლს-ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 3 წელზეა გათვლილი.

24 წლის გარემარბს მიმდინარე სეზონში "მონაკოს" რიგებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

საერთო ჯამში გრანდსირმა მონაკოელთა ღირსება 18 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მას "ტრუაში", "ბრესტსა" და "სტრასბურში" უასპარეზია.