ავტორიზაცია

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სამტრედიაში ითამაშებს

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სამტრედიაში ითამაშებს
თარიღი 12 მარ 2021, 13:18

Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, "თელავის" ყოფილი მარცხენა ნახევარმცველი, ირაკლი რუხაძე კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს.

ქართველი ფლანგელი უკვე "სამტრედიასთან" ერთად იმყოფება და 13 მარტს ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის ის უკვე მზად იქნება.

"სამტრედიას" მომავალი გარემარბი არის "საბურთალოს" აღზრდილი, "თელავში" კი ის გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა.

24-წლის ჰავბეკმა "თელავში" საერთო ჯამში ჩაატარა 21 შეხვედრა და გაიტანა 6 გოლი. აქვე დავამატებთ, რუხაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა.