სტოიჩკოვი: "ბარსელონა გრიზმანთან ერთად კაცნაკლულად თამაშობს"
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა გააკრიტიკა თავისი ექს-გუნდის ფორვარდი, ანტუან გრიზმანი:
"ბარსელონა გრიზმანთან ერთად პრაქტიკულად კაცნაკლული თამაშობს. ის უნდა გაიყიდოს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
ფრანგი თავდამსხმელის ადგილას ძირითად შემადგენლობაში ბრეიტუეიტსა და ტრინკაუს დააყენებდი, თუმცა არა ანტუანს.
ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მისმა ბლაუგრანაში ტრანსფერმა არ გაამართლა", - განაცხადა ბულგარელმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, კატალონიაში გადმოსვლის შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა შემტევმა 87 შეხვედრაში სულ რაღაც 26 გოლი გაიტანა.