ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვაკო ყაზაიშვილი დააკლდება

საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვაკო ყაზაიშვილი დააკლდება
თარიღი 12 Mar 2021, 17:36

მოგეხსენებათ, ქართველი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი ზამთარში ამერიკულ "სან ხოსესთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ სამხრეთ კორეულ "ულსან ჰიუნდაიში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ახალ გუნდში გადაბარგების შემდეგ, 28 წლის ქართველმა 15-დღიანი კარანტინი გაიარა და გუნდს ახლახანს შეუერთდა და ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო, ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე თვეში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

მოგეხსენებათ, მარტში ჩვენი ეროვნული გუნდი 25 მარტს სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება, 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს საბერძნეთს ესტუმრება.

ასევე იხილეთ:

რას წერენ კორეელი გულშემატკივრები ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერზე?