ავტორიზაცია

ბაია პატარაია: "რატომ ალანძღინა მთავარმა არხმა ჭორიკანა ადვოკატს ენჯეოები"

ბაია პატარაია: "რატომ ალანძღინა მთავარმა არხმა ჭორიკანა ადვოკატს ენჯეოები"
თარიღი 12 მარ 2021, 22:40

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებას ბაია პატარაია გამოეხმაურა.

ჭკადუამ განაცხადა, რომ რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოჰას ტურნირის ორგანიზატორებს მიმართა და ქართველი ჩოგბურთელის მოხსნა მოითხოვა (იხილეთ სრულად კომენტარი)

ამ ფაქტზე ბაია პატარაია შემდეგ განცხადებას აკეთებს:

" ვერ გავიგე "მთავარმა არხმა" რატომ მისცა ეთერი ცალმხრივად მხოლოდ ბასილაშვილის ჭორიკანა ადვოკატს და ალანძღინა არასამთავრობოები და არ მისცა არავის პასუხის გაცემის უფლება?

რას ნიშნავს ეს? მთელი დღეა რაღაც იდიოტურ ჭორს ავრცელებს ჭკადუა, თითქოს ენჯეოები ბასილაშვილის მოხსნავს ითხოვენ ჩემპიონატიდანო. ვეძებე და ვერ ვიპოვნე ვერც ეგეთი ენჯეო, ვერც ეგეთი წერილი და ვერც ვერაფერი.

ასეთ თავდასხმას არასამთავრობოებზე ეთერი რატომ უნდა მისცე თან ისე, რომ პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე არასამთავრობოებს?", - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ასევე, იხილეთ: ქართულმა არასამთავრობოებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს