ავტორიზაცია

არსენალსა და ტოტენჰემს შეფილდის ნახევარმცველი სურთ

არსენალსა და ტოტენჰემს შეფილდის ნახევარმცველი სურთ
თარიღი 13 მარ 2021, 12:07

"არსენალი" და "ტოტენჰემი" "შეფილდ იუნაიტედის" ნახევარმცველ სანდერ ბერგეთი ინტერესდებიან, წერს Daily Express.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ლონდონური კლუბი 23 წლის ნორვეგიელის ხელში ჩაგდებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება.

როგორც იუწყებიან, ბერგეს პოტენციური ტრანსფერი დაახლოებით 22 მილიონ ფუნტად ფასდება.

2020/21 წლების სეზონში "შეფილდის" ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.