იუვენტუსი ზაფხულში დუგლას კოშტას გაყიდის
"იუვენტუსის" შემტევი ნახევარმცველი, დუგლას კოშტა, რომელიც იჯარით "ბაიერნში" ირიცხება, ზაფხულში ტურინულ კლუბში დაბრუნდება, წერს Tuttosport.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბრუნების შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით ტურინს დატოვებს.
"იუვენტუსი" კოშტას გაყიდვას აპირებს და ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბებს ეძებს.
30 წლის ბრაზილიელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "იუვესთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ამ სეზონში მან 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.