ავტორიზაცია

სევილიამ თვალი გოლოვინს დაადგა - რუსული პრესა

სევილიამ თვალი გოლოვინს დაადგა - რუსული პრესა
თარიღი 13 მარ 2021, 22:30

"მონაკოს" ნახევარმცველმა, ალექსანდრ გოლოვინმა კარიერა შეიძლება ესპანეთში გააგრძელოს, წერს Metaratings.ru.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის რუსის ხელში ჩაგდება "სევილიას" სურს.

როგორც აღინიშნება, ანდალუსიელთა სპორტული დირექტორი, რამონ მონჩი ფრანგულ ბაზარს აქტიურად ადევნებს თვალყურს.

მიმდინარე სეზონში გოლოვინმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.