ავტორიზაცია

17 წლის ვუნდერკინდი, რომლის შეძენაც 5 ევროპულ გრანდს სურს - ESPN

17 წლის ვუნდერკინდი, რომლის შეძენაც 5 ევროპულ გრანდს სურს - ESPN
თარიღი 13 მარ 2021, 23:25

ვენის "რაპიდის" 17 წლის თავდამსხმელი, იუსუფ დემირი რამდენიმე ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, ავსტრიელი ვუნდერკინდით "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კატალონიური გრანდია.

იუსუფ დემირი "რაპიდის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ავსტრიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.