ავტორიზაცია

შეფილდ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

შეფილდ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
თარიღი 14 მარ 2021, 15:18

"შეფილდ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, კრის უაილდერმა თანამდებობა დატოვა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

53 წლის უაილდერი გუნდს სათავეში 2016 წლიდან ედგა. 2019 წელს მან "შეფილდი" 2006/07 წლების სეზონის შემდეგ პრემიერ ლიგაში პირველად აიყვანა.

2019/20 წლების სეზონი უაილდერის შეგირდებმა ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.

მიმდინარე სეზონში "შეფილდი" პრემიერ ლიგაში 28 მატჩში მოპოვებული 14 ქულით უკანასკნელ პოზიციას იკავებს.