ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ბარნლის გოლკიპერით ინტერესდებიან

მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ბარნლის გოლკიპერით ინტერესდებიან
თარიღი 14 მარ 2021, 15:22

"ბარნლის" გოლკიპერმა, ნიკ პოუპმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს Daily Star.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ინგლისელის ხელში ჩაგდებისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან.

როგორც იუწყებიან, "ბარნლი" მზადაა თავისი მეკარე 58 მილიონ ევროდ გაუშვას.

პოუპს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. "ბარნლიში" იგი 2017 წელს "ჩარლტონიდან" 2 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში პოუპმა პრემიერ ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.