ავტორიზაცია

ტოტენჰემი საუთჰემპტონის მცველს უმიზნებს

ტოტენჰემი საუთჰემპტონის მცველს უმიზნებს
თარიღი 14 მარ 2021, 15:25

"საუთჰემპტონის" მცველმა, იანიკ ვესტერგორმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს Sunday Mirror.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის დანიელის ხელში ჩაგდებისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "წმინდანებთან" უკანახაზელს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ვესტერგორმა პრემიერ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.