ავტორიზაცია

როი კინმა შეიძლება სელტიკი გაწვრთნას

როი კინმა შეიძლება სელტიკი გაწვრთნას
თარიღი 14 მარ 2021, 15:38

ირლანდიელი სპეციალისტი, როი კინი შეიძლება "სელტიკის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, გლაზგოური კლუბიდან ნილ ლენონის წასვლის შემდეგ, გუნდის გაწვრთნის სურვილი 49 წლის კინმა გამოთქვა.

ბოლოს კინი "ნოტინგემ ფორესტში" მუშაობდა, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

გარდა ამისა, ყოფილი ფეხბურთელი ცნობილია, როგორც საფეხბურთო ექსპერტი.