საულმა წასვლა გადაწყვიტა და სერიოზული მსურველი ჰყავს, ატლეტიკომ ფასი დაასახელა - AS
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა მომავალ ზაფხულს შეიძლება მადრიდული კლუბი დატოვოს, წერს AS.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, 26 წლის ესპანელით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.
თავის მხრივ, აღინიშნება, რომ თავად საულიც არ არის კარიერის გერმანიის ჩემპიონატში გაგრძელების წინააღმდეგი.
"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-დან 50 მილიონ ევრომდე ითხოვს.
მიმდინარე სეზონში ნიგესმა "როხიბლანკოს" მაისურით ლა ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა საულს მადრიდულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულში ეწურება.