ავტორიზაცია

დილამ სამგურალი გასვლაზე დაამარცხა

დილამ სამგურალი გასვლაზე დაამარცხა
თარიღი 14 მარ 2021, 18:08

ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ნომინალური მასპინძელი “სამგურალი” გორის “დილას” დაუხვდა.

მატჩი დაძაბული და სახიფათო მომენტებით გამორჩეული გამოდგა. პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ ვანდერსონის პენალტით შემდეგ კი კამარას ზუსტი დარტყმით გორელებმა შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზეს და მიმდინარე სეზონში მე-10 ქულა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ამ გამარჯვებით “დილა” ბათუმის “დინამოს” გაუტოლდა და 10 ქულით ეროვნული ლიგის სათავეშია.