ავტორიზაცია

ზიდანის დუბლმა ტორპედოს ვერ მოაგებინა

ზიდანის დუბლმა ტორპედოს ვერ მოაგებინა
თარიღი 14 მარ 2021, 20:24

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მესამე მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ტორპედო” “თელავს” დაუპირისპირდა.

მატჩი უხვგოლიანი და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე გამოდგა.

პირველი ტაიმის შემდგ “თელავი” იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ტორპედოს ალჟირელმა ლეგიონერმა ფადი ზიდანმა დუბლი გაიფორმა და “ტორპედო” დააწინაურა, რომელიც ლიდერობას 89-ე წუთამდე ინარჩუნებდა,  ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს იმედა აშორტია დაუხვდა და საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.