ავტორიზაცია

"გილოცავ, ჩემი რეკორდი დაამხე! შენით გაოგნებული ვარ", - პელე რონალდუს

"გილოცავ, ჩემი რეკორდი დაამხე! შენით გაოგნებული ვარ", - პელე რონალდუს
თარიღი 15 მარ 2021, 10:27

"სანტოსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელემ კრიშტიანუ რონალდუს მისი რეკორდის დამხობა მიულოცა:

"კრიშტიანუ, ყველას თავისი გზა და თავგადასავალი აქვს, როგორი მშვენიერია შენი ისტორია, უბრალოდ გაოგნებული ვარ.

გილოცავ, შენ გაიტანე ყველაზე მეტი გოლი ოფიციალურ შეხვედრებში, რითაც დიდი ხნის წინ დაფიქსირებული ჩემი რეკორდი მოხსენი.

გული მწყდება მხოლოდ ერთ რაღაცაზე, შენთან ჩახუტების შესაძლებლობა რომ არ მაქვს", - განაცხადა ბრაზილიელმა საკულტო ფორვარდმა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელ შემტევს კარიერაში დაუგროვდა 770 გოლი, "თეთრ-შავების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კი 767 ბურთით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.