ავტორიზაცია

კუმანმა საფრანგეთის ჩემპიონატში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

კუმანმა საფრანგეთის ჩემპიონატში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია
თარიღი 15 მარ 2021, 12:04

"მარსელის" ნახევარმცველი, ბუბაქარ კამარა ზაფხულისთვის "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა, წერს Todo Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფრანგის დამატებით კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანია დაინტერესებული.

"მარსელთან" ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში კამარამ 27 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.