"ასე ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა" - საბურთალოს მწვრთნელი გუშინდელ შეცდომებზე
"დინამო თბილისთან" გამართულ მატჩს, რომელიც "დინამოს" გამარჯვებით 4:3 დასრულდა, "საბურთალოს" თავკაცი ლევან კორღალიძე ეხმაურება.
კორღალიძე ყურადღებას მსაჯის მიერ დაშვებულ შესაძლო შეცდომებზე ამახვილებს.
"სტატუსების წერა არ მჩვევია,არაფერი არასდროს არ დამიწერია მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი,ბოდიშს გიხდით წინასწარ თუ რამე ზედმეტი მომივა,უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ,ესეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას,არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება,მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ,მე მიმაჩნდა შარშან ლოკომოტივიდან რომ წამოვედი რომ ის გადაწყვეტილება რაც კლუბმა მიიღო ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი,მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ ლოკომოტივის ხელმძღვანელობას,მაგრამ ჩემი პრინციპი ყველას და ყველაფერზე მაღლა იდგება და დგას.
ეს შემთხვევაა ახლაც სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის( მას ვერაფერს დავარქმევ) გამო.მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას ესე არასამართლიანად მომექცეს,თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი რო რამეს მიაღწიო,ან დინამოს რაში ჭირდება ესეთი ჩემპიონობა და მოგება,ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას,ჩავყვები ბოლომდე სანამ სამართალს არ მივიღებ,მე ვინც მიხნობს მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ,არც საქმეში და არც მეგობრობაში,აღარც ახლა ვაპირებ ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოვებული ადამიანის გამო.პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ გამეცით იმ ადამიანებმა ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის ვის ეკითვნის,შარშან ბათუმის პრეზიდენტმა ბატონმა აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი მსაჯს ვგულისხმობ ესე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას ბრჭყალებში.
ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში საბურთალო,ესე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვითარდებით ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანე,ესე გაგრძელება აღარ შეიძლება,სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ!მადლობა და ბოდიშს გიხდით თუ ზედმეტად გუკახდილი ვიყავი", - აცხადებს კორღალიძე.