ავტორიზაცია

"გადავყწივტე, ინვესტიციები შევწყვიტო" - ხეჩიკაშვილი პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა

"გადავყწივტე, ინვესტიციები შევწყვიტო" - ხეჩიკაშვილი პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა
თარიღი 15 მარ 2021, 23:24

"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა. ამის შესახებ განცხადება მან ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში გააკეთა

.ამის მიზეზი კი გუშინდელი მატჩია, სადაც მან ჩათვალა, რომ "საბურთალო" "დინამოსთან" მსაჯებმა დაჩაგრა.

"ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ვერ შევძლებ, რომ ქართული ფეხბურთის გარეშე ვიყო.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით შევწყვიტო ინვესტიციები პროფესიულ დონეზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბი საბურთალო აღარ იქნება.

მე კი დავეხმარები ბავშვებს, აკადემიებს და ასე შევეცდები ქართული ფეხბურთის განვითარებას", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.