ავტორიზაცია

ტოტენჰემთან მატჩის წინ, ზაგრების მწვრთნელს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტოტენჰემთან მატჩის წინ, ზაგრების მწვრთნელს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თარიღი 16 მარ 2021, 04:42

ზაგრების "დინამოს" მწვრთნელს, ხორვატიაში სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზორან მამიჩის გარდა ზაგრების სასამართლომ მისი ძმა ზდრავკო მამიჩი, "დინამოს" ექს-დირექტორი, დამირ ვრბანოვიჩი და ბუღალტერი, მილან პერნარიც გაამტყუნა.

მათ ბრალად გადასახადების დამალვა ედებათ. კერძოდ კი კლუბმა ტრანსფერებიდან გარკვეული თანხა გამოიმუშავა, რიც საგადასახადო სამსახურს დაუმალეს.

აღსანიშნავია, რომ ზორან მამიჩი დღემდე ზაგრების "დინამოს" წვრთნიდა და გუნდს მისი ჩანაცვლება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, ევროპა ლიგის მატჩში ხორვატები შინ "ტოტენჰემს" მასპინძლობენ.