აზარის კოშმარი გრძელდება - ოპერაცია, სეზონის დასრულება და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" შემტევი, ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია. Marca-ს თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ბელგიელს ოპერაცია დასჭირდეს.
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, "სამეფო კლუბის" ფლეიმეიქერი ლაზარეთში გადაინაცვლებს რამდენიმე თვით, რაც მის კარიერას უდიდეს ზიანს მიაყენებს.
უფრო კონკრეტულად კი "ბლანკოსის" შვიდიანი გამოტოვებს როგორც მიმდინარე სეზონს, ისე მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსაც.
30-წლის ჰავბეკის ოპერაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული, თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
შეგახსენებთ, "თეთრების" შემადგენლობაში გადმოსვლის შემდეგ, აზარს გაუცდა 320 დღეზე მეტი, ტრავმიანობისა და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით.