ავტორიზაცია

კლოპი გერმანიის ნაკრებში? - აგენტის საინტერესო განცხადება

კლოპი გერმანიის ნაკრებში? - აგენტის საინტერესო განცხადება
თარიღი 16 მარ 2021, 15:09

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტმა, მარკ კოსიცკემ თავისი კლიენტის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კლოპი გერმანიის ნაკრებში? გამორიცხულია, რადგან მას ლივერპულთან მოქმედი, კიდევ სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.

იურგენის მუშობა ამ გუნდში ჯერ არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, მის მომავალზე საუბარს ამ ეტაპზე აზრი არ აქვს.

მერსისაიდული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი უმუშევარი არც დროზე ადრე დარჩება", - განაცხადა გერმანელი ტაქტიკოსის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იოაჰიმ ლიოვი "ბუნდესნაკრების" განკარგულებას დატოვებს.