ავტორიზაცია

"მოდრიჩი და ლოვრენიც თანამონაწილეები არიან", - ზაგრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 4 წლით ციხეში ჩასვეს

"მოდრიჩი და ლოვრენიც თანამონაწილეები არიან", - ზაგრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 4 წლით ციხეში ჩასვეს
თარიღი 16 Mar 2021, 19:39

ზაგრების „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზორან მამიჩი, თავის დანაშაულებში ლუკა მოდრიჩს და დეიან ლოვრენსაც რევს.

მამიჩს თავისუფლების 4 წლითა და 8 თვით აღკვეთა კორუფციის გამო მიესაჯა. თავდაპირველად, მოდრიჩი სასამართლოში მის მოწმედ გამოდიოდა, თუმცა ჩვენება მალევე შეცვალა. ამის გამო, მის მიმართაც იყო საქმე გახსნილი. თუმცა, „რეალის“ ნახევარმცველმა პრობლემები მოაგვარა.

„დინამოსგან ფულს მოდრიჩის და ლოვრენის გავლით ვიღებდი. მოდრიჩს ანგარიშზე ჯერ კიდევ აქვს შემორჩეული რამდენიმე მილიონი ევრო, რომელსაც პირადი კონტრაქტის თანახმად ერთად ვიყენებდით.

მოდრიჩმა ეს ფული პირადად მოხსნა და ჩემი ოჯახის წევრებს გადაუხადა. თუ ძმები მამიჩები იძულებულები არიან ფული დააბრუნონ, მაშინ იგივე უნდა გააკეთონ დეიან ლოვრენმა და ლუკა მოდრიჩმაც. მე არაფერი მახარებს, მათ იმავეს ვუსურვებ, რაც საკუთარ ქალიშვილებს.

მიხარია, რომ ისინი დამნაშავეებად არ სცნეს, მაგრამ ისინი თანამონაწილეები ნამდვილად არიან და კლუბის ბიუჯეტიდან ფული გააჩნიათ. სასამართლოში მათ თქვეს: „დიახ, კონტრაქტი გავაფორმეთ და ამაში ფულიც ავიღეთ.“ - აღნიშნა მამიჩმა.