ავტორიზაცია

კარაგერი: "კეინის და სალაჰის მატარებელი წასულია, მათში დიდ ფულს აღარავინ გადაიხდის"

კარაგერი: "კეინის და სალაჰის მატარებელი წასულია, მათში დიდ ფულს აღარავინ გადაიხდის"
თარიღი 16 მარ 2021, 22:10

„ლივერპულის“ ექს-მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, მოჰამედ სალაჰის ლა ლიგაში თამაშის შანსები შეაფასა.

„ვფიქრობ, ის „ლივერპულში“ უახლოესი რამდენიმე წლით დარჩება. ის, როგორც მეჩვენება, ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჰარი კეინი.

ისინი შესაძლოა პრემიერ ლიგის საუკეთესო მეგოლეები იყვნენ, მაგრამ ისეთ ასაკში არიან, რომ მათში დიდ ფულს აღარავინ გადაიხდის. 

ვფიქრობ, თუ ისინი ოდესმე თავიანთი გუნდებიდან წასვლაზე ფიქრობდნენ, ახლა მათი მატარებელი უკვე წასულია. იქნება ეს სალაჰის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ შესაძლო წასვლა თუ კეინის „იუნაიტედში“ ან „სიტიში“.

ორივე შემთხვევაში, საუბარია 120 და მეტ მილიონ ფუნტზე და არამგონია, ვინმემ ასეთ ასაკში მყოფ ფეხბურთელებში ამდენის გადახდა მოისურვოს.“ - აღნიშნა კარაგერმა.