ავტორიზაცია

As-ი აბურჯანიას შესახებ: "ულამაზესი სადებიუტო გოლი გაიტანა"

As-ი აბურჯანიას შესახებ: "ულამაზესი სადებიუტო გოლი გაიტანა"
თარიღი 17 მარ 2021, 11:08

As-მა ლა ლიგა 2-ის 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა "კარტახენას" ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ქართველი ჰავბეკის შესახებ წერს შემდეგს - "კარტახენა უნდა იყოს კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდმა ვერ მოიგო.

გადარჩენისთვის ბრძოლაში, ერთი ქულაც კარგი შედეგია. აბურჯანიამ ანგარიში გახსნა ულამაზესი დარტყმით - ბურთი მკერდით გააჩერა და მარჯვენა ფეხით გაიტანა, ბურთი კარში შესვლამდე ძელს შეეხო.

ეს იყო მისი პირველი გოლი მურსიელების შემადგენლობაში, სადებიუტო ბურთიც ასეთი უნდა", - წერენ პირენეელები ქართველის შესახებ.

შეგახსენებთ, ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, "შავ-თეთრები" 29 ქულით არიან მე-20 ადგილზე და გასავარდნი ზონიდან ამოსვლამდე მათ ერთი ქულა აშორებს.