ავტორიზაცია

"მიყვარს, ოპტიმისტობა, მაგრამ...", - კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღარ სჯერა?

"მიყვარს, ოპტიმისტობა, მაგრამ...", - კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღარ სჯერა?
თარიღი 17 Mar 2021, 17:00

„ლლივერპულის“ მთავარმა მწვთნელმა, იურგენ კლოპმა შეაფასა, რა შანსი აქვს მის გუნდს ამ სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის.

„მომწონს ოპტიმისტობა, მაგრამ ამ ეტაპზე, ოთხეულში შესვლაზე პრეტენზიას ვერანაირად ვერ ვიქონიებთ.

„ტოტენჰემში“ კვლავ გაიბრწყინა გარეტ ბეილმა და ეს ევროთასებისთვის ბრძოლაში გუნდს ძალიან ეხმარება. „მან.სიტი“ და „მან.იუნაიტედი“ უკვე წარმოუდგენლად შორს არიან, „ჩელსიც“ ამაღლებულია. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არც ისე ადვილი იქნება, ვიცით.

მოვხვდეთ მასზე მისივე მოგებით? სიმართლეგითხრათ, როგორც წესი გუნდები, რომლებსაც ამდენი ტრავმა და პრობლემა აქვთ, ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებენ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს SportBild.

ამჟამად „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და ოთხეულში მყოფ „ჩელსის“ 5 ქულით ჩამორჩება.