მცველებს შორის, ლიგაზე რამოსზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გატანილი

ესპანელზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მცველებს შორის მხოლოდ „რეალის“ ერთ ექს-ფეხბურთელს აქვს გატანილი.
„რეალის“ მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, „ატალანტასთან“ მატჩში თავი გოლით გამოიჩინა.
Opta-ს ინფორმაციით, ეს კარის აღება 34 წლის რამოსისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-15 აღმოჩნდა.
ტურნირის ისტორიაში, მცველებს შორის, მასზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გატანილი - რობერტო კარლოსს (16).
„რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს და არაა გამორიცხული, სერხიომ კარლოსი წელსვე ჩამოიტოვოს.