ავტორიზაცია

ლოკომოტივს ინტერის ნახევარმცველის შესყიდვა უნდა

ლოკომოტივს ინტერის ნახევარმცველის შესყიდვა უნდა
თარიღი 17 მარ 2021, 23:08

"ინტერის" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, ჟოაო მარიო შეიძლება "სპორტინგში" დარჩეს, წერს იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

28 წლის პორტუგალიელი ლისაბონელთა რიგებში იჯარით ირიცხება.

"სპორტინგი" ფეხბურთელის შესყიდვაზე მუშაობს და მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. საიჯარო ხელშეკრულება 2020/21 წლების სეზონის ბოლოს იწურება.

შეგახსენებთ, მარიო 2011 წლიდან 2016 წლამდე სწორედ "სპორტინგში" თამაშობდა, შემდეგ კი "ინტერში" გადავიდა.