ჩემპიონთა ლიგის აბსოლიტური რეკორდსმენი! - ბაიერნმა ბარსელონა ჩამოიტოვა

რომის "ლაციოს" ბარიერის უმარტივესად გადალახვის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
ცნობისთვის, "რეკორდმაისტერი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა 19-ედ, რაც აბსოლიტური რეკორდია.
მიმდინარე სეზონამდე, "წითლები" პირველ ადგილს იყოფდნენ "ბარსელონასთან", რომელიც აღნიშნულ სტადიამდე 18-ჯერ არის გასული.
"პარი სენ-ჟერმენთან" წაგების შემდეგ, "ბლაუგრანამ" თავისი მიღწევა ვერ გააუმჯობესა, "ბავარია" კი წინ გაიჭრა და შედეგად, გერმანელები 1/4 ფინალში არიან.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ყველაზე წარმატებულ გუნდს, მადრიდის "რეალს" - 17 1/4 ფინალი. აქვე დავამატებთ, საუბარია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე და არა ჩემპიონთა თასზე.