ავტორიზაცია

"წყეული პანდემია, ქომაგებით სავსე კამპ ნოუდან წასვლას ვერ გაბედავდი", - ლაპორტა მესის

"წყეული პანდემია, ქომაგებით სავსე კამპ ნოუდან წასვლას ვერ გაბედავდი", - ლაპორტა მესის
თარიღი 18 Mar 2021, 13:22

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ ლიონელ მესის დარჩენის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მესის ბარსელონაში დარჩენისთვის გავაკეთებ ყველაფერს და მან ეს თავადაც იცის. ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.

ვიცი, მის თავში ტრიალებდა უარყოფითი აზრები, თუმცა ლიონელ ბოდიში, მე შენ მიყვარხარ და ბლაუგრანასაც უყვარხარ.

წყეული პანდემია, გულშემატკივრებით გადაჭედილი კამპ ნოუდან წასვლას შენ უბრალოდ ვერ გაბედავდი", - განაცხადა კატალონიელმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის ბოლოს არგენტინელი თავდამსხმელი ხდება თავისუფალი აგენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ კატალონიის დატოვება მას უფასოდ შეეძლება.