რა რეგულაციები იქნება დაწესებული საქართველო-ესპანეთის მატჩზე?
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო-ესპანეთის შეხვედრა მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება, თუმცა იმოქმედებს რეგულაციები.
Goal.ge უფრო კონკრეტული პასუხისთვის დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და რეგულაციების საკითხი შეისწავლა. 28 მარტს დაგეგმილ მატჩზე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
1. დაიშვება სტადიონის საერთო ტევადობის გათვალისწინებული გულშემატკივრების მხოლოდ 30%, ანუ დაახლოებით 16 000
2. ქომაგები ისხდებიან ორი სკამის გამოტოვებით
3. ბილეთების გაყიდვა დაიწყება რამდენიმე დღეში
4. რაც შეეხება კომენდანტის საათის მოხსნას, აღნიშნული ინფორმაცია ფედერაციას ჯერჯერობით არ აქვს.
როგორც კი ცნობილი იქნება ინფორმაცია კომენდანტის მოხსნაზე ან საათის გადაწევაზე, Goal.ge ოპერატიულად შეგატყობინებთ.