როდიდან დაიწყება საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა?

მოგეხსენებათ, საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა ნაწილი დაიშვება.
ცნობილია, რომ ამ მნიშვნელოვან მატჩზე გულშემატკივრის 30% დაიშვება.
დავით მუჯირის განცხადებით, ქომაგებს ბილეთების ყიდვა ორშაბათიდან შეეძლებათ.
თითო გულშემატკივარი ბილეთს პირადი ნომრით იყიდის. ჯერჯერობით, ბილეთების ფასი უცნობია.