ავტორიზაცია

ვალბუენა ოლიმპიაკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ვალბუენა ოლიმპიაკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თარიღი 18 მარ 2021, 18:18

"ოლიმპიაკოსის" ნახევარმცველმა, მატიე ვალბუენამ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.

როგორც Top Mercato იტყობინება, 36 წლის ფრანგი 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება საბერძნეთში.

მიმდინარე სეზონში ვალბუენამ ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.