ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი არსენალის ექს-გოლკიპერით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი არსენალის ექს-გოლკიპერით ინტერესდება
თარიღი 18 მარ 2021, 18:30

"ასტონ ვილას" მეკარემ, ემილიანო მარტინესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი მიიპყრო, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაცით, 28 წლის არგენტინელი ზაფხულისთვის "ეშმაკუნების" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა.

მარტინესი "ასტონ ვილაში" 2020 წლის ზაფხულში "არსენალიდან" გადავიდა.

2020/21 წლების სეზონში ემილიანომ 28 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.