ტოტენჰემი ბენფიკას თავდამსხმელს არ შეისყიდის
"ტოტენჰემი" "ბენფიკას" თავდამსხმელს, კარლოს ვინისიუსს არ შეისყიდის, წერს Football Insider.
გავრცელებული ინფორმაციით, "დეზები" მზად არ არიან 25 წლის ბრაზილიელში 38 მილიონი ფუნტი გადაიხადონ - თანხა, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაშია გათვლილი.
ვინისიუსი "ტოტენჰემში" 2020 წლის ოქტომბრიდან ირიცხება. ლონდონელთა რიგებში მან 21 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ლისაბონელთა საკუთრებაში მყოფი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ფუნტს შეადგენს.