ავტორიზაცია

"ვთქვა რომ ვწუხვარ, იგივეა რაც არაფერი არ ვთქვა", - მოურინიომ სენსაციური წაგება შეაფასა

"ვთქვა რომ ვწუხვარ, იგივეა რაც არაფერი არ ვთქვა", - მოურინიომ სენსაციური წაგება შეაფასა
თარიღი 19 მარ 2021, 01:43

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ზაგრების „დინამოსთან“ განადგურებაზე (0:3) ისაუბრა.

ორი მატჩის ჯამში მისი გუნდი 2:3 დამარცხდა და ევროპა ლიგას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.

„თუ ოვერტაიმის ბოლო წუთებს დავივიწყებთ, სადაც როგორც იქნა საჭირო შედეგის მიღწევისკენ გავიწიეთ, მთელი მატჩის მანძილზე, ასი პროცენტით მხოლოდ ერთი გუნდი იხარჯებოდა.

„დინამომ“ მოედანზე ოფლი, ენერგია და სისხლი დატოვა. ბოლოს, სიხარულის ცრემლებიც კი. მათ უნდა მივულოცო.

მეორე მხარეს ჩემი გუნდია. ვიმეორებ, ჩემი გუნდი. მას არ ეტყობოდა, რომ მნიშვნელოვან მატჩს თამაშობდა. მაგრამ, თუ ვინმესთვის ის არ იყო მნიშვნელოვანი - ჩემთვის ნამდვილად იყო.

ჩემს კარიერას და საქმეს პატივისცემით ვეპყრობი, ამიტომ ყველა მატჩი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც „ტოტენჰემის“ ყველა ქომაგისთვის. ჩვენ სხვა მიდგომა გვჭირდება. ვთქვა, რომ დამწუხრებული ვარ, იგივეა რომ არაფერი არ ვთქვა. მწუხარებაზე რაღაც უარესსაც კი ვგრძნობ.

„დინამოს“ გასახდელიდან ახლახანს გამოვედი, სადაც ბიჭებს მივულოცე. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მატჩი საქმისადმი სწორი მიდგომით არა ჩემმა, არამედ სხვა გუნდმა მოიგო.

ფეხბურთი არ არის მხოლოდ თამაში, სადაც ერთი ფეხბურთელი მეორეზე აღმატებულობას გრძნობს. მისი მთავარი ფუძე - საქმისადმი მიდგომაა. ამ ასპექტში აშკარად წავაგეთ.

ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ არის რისკი ვითამაშოთ ისე, როგორც საბოლოოდ ვითამაშეთ. ყველაფერი ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა სიტუაციის ხიფათი მხოლოდ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ შეიგრძნეს.“ - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BT Sport.

იხილეთ ასევე:

სენსაცია ევროპა ლიგაზე! ტოტენჰემმა 2:0 მოგების შემდეგ 3:0 წააგო და ტურნირს გამოეთიშა