მანჩესტერმა სან-სიროზე პოგბას გოლით იმარჯვა და ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „მილანს“ 1:0 მოუგო და ¼-ფინალში გავიდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე, მოედანზე იქამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოსულმა პოლ პოგბამ გაიტანა და მანკუნიანელები ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა „მილანმა“ გარკვეული უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, შინ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ოლე-გუნარ სოლსკიერის გუნდი კი ტიტულისაკენ მიმავალ გზას აგრძელებს.