ავტორიზაცია

სამპაოლის თავის ახალ გუნდში არტურო ვიდალის ხილვა სურს

სამპაოლის თავის ახალ გუნდში არტურო ვიდალის ხილვა სურს
თარიღი 19 მარ 2021, 10:56

"ინტერის" ნახევარმცველი, არტურო ვიდალი შეიძლება "მარსელში" გადავიდეს.

La Tercera-ს ინფორმაციით, პროვანსალელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ხორხე სამპაოლის სურს 33 წლის ჩილელის ხელში ჩაგდება.

შეგახსენებთ, სპეციალისტი და ფეხბურთელი ერთად ჩილეს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ.

მიმდინარე სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.